ირაკლი ზარქუა - არახამიას აქვს ნული ავტორიტეტი - ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?!

იცით, როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირლებს? - ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს, - ეს განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ თქვა ისიც, რომ არახამია საკუთარი ქვეყნის ფრონტის ხაზზე არ გასულა და ხელში იარაღი არ აუღია.

„არახამია არის უავტორიტეტო ნული. ვწუხვარ, რომ ამ ხელმოცარულზე დროს მაკარგვინებთ. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავდნენ, უსაქმურობდნენ პრეზიდენტმა ვიზები გააუქმა.

ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის - დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. საკუთარ წინაპარსაც პატივს არ სცემს, მრავლად გადაიკეთა გვარი და ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის?! უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?!

არახამიას აქვს ნული ავტორიტეტი - აბა ნახეთ უკრაინელები, რას გეტყვიან დავით არახამიაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა