ირაკლი კობახიძე - მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის - მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება

გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამიტომ ხშირად გვსაყვედურობენ რატომ ვართ ფრთხილები და პრაგმატულები. ეს ყველაფერი სინამდვილეში რომ „გადაითარგმნოს“, გულისხმობს იმას, რომ გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, თუმცა, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ქვეყანა და საზოგადოება.

მისი თქმით, მოლდოვა, რომელიც საქართველოს მსგავს სიტუაციაშია, რუსეთთან მიმართებით ასევე ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, თუმცა, მისი მისამართით კრიტიკა არ ისმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოსგან სხვა როლის შესრულებას ელოდება.

„ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა.

მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენს მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ- ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს.

მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან განსხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია