ირაკლი კობახიძე - ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის - საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ რუსი ვიზიტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით პირველი იგებს

საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით - ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა, რაც ახდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის სავარაუდო ქორწილთან და „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე ყველა მხარეს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“.

„ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება და მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები. ჩემთვის მთავარია, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გვახსოვს ასევე დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. დრეს იგივე ადამიანები გამოდიან ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე: ხოშტარია, მელია და ა.შ.

როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ადამიანია ჩამოსული საქართველოში. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო