ირაკლი კობახიძე - ვიღაცები რაღაც პერიოდი ვეღარ ბედავდნენ, თუმცა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, ეს საკუთარი ხალხის დასჯას ნიშნავს - იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მეორე ფრონტამდე მიგვიყვანს

როდესაც ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვ, ამის უკან ერთადერთი მიზანი დგას - ქვეყანაში ვითარების დამძიმება და ეკონომიკური პრობლემების შექმნა , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოში 10%-დან 18%-მდე ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა.

„ძალიან მარტივად განიმარტა ის, თუ რას გამოიწვევდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს 10%-დან -8%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის სრული კატასტროფაა. ვიღაცები რაღაც პერიოდის განმავლობაში სანქციებზე საუბარს ვეღარ ბედავდნენ, თუმცა ახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს. ეს საკუთარი ხალხის დასჯას ნიშნავს. როდესაც ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვ, ამის უკან ერთადერთი მიზანი დგას. ეს არის ქვეყანაში ვითარების დამძიმება და ეკონომიკური პრობლემების შექმნა. იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მეორე ფრონტამდე მიგვიყვანს, თუმცა მათი მცდელობა კიდევ ერთხელ წარუმატებელი იქნება. ჩვენ მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არც არსებულ სანქციებს აუვლის გვერდს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო