კახა კალაძე - ვერ მომიტანთ პრემიერ-მინისტრის ვერცერთ განცხადებას, სადაც მას ეთქვას, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ზე ან ევროპულ მომავალზე

თქვენ ვერ მომიტანთ პრემიერ-მინისტრის ვერცერთ განცხადებას, სადაც მას ეთქვას, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ზე ან ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლა და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო ეროვნული ინტერესებით.

“მინდა ვთქვა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოდგენილი იყო, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები შეიცავდა და გაჯერებული ეროვნული ინტერესებით იყო. კერძოდ, ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებით. ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი სირცხვილი. ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი, რასაც არ საუბრობდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი არ იყო.

თქვენ ცრუობთ, თქვენ ვერ მომიტანთ პრემიერ-მინისტრის ვერცერთ განცხადებას, რომ მას ეთქვას ან გაეკეთებინოს სადმე მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ზე ან ევროპულ მომავალზე”, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს