გია ვოლსკი - თუ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ ვერთვებით, ეს ჩვენი ინტერესითაა განპირობებული - პრემიერი ამის შესახებ საუბრობს, რასაც არც ერთი სიტყვა არ შეიძლება გამოაკლო და დასამატებელიც არაფერია

თუ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ ვერთვებით როგორც მხარე, ეს ჩვენი ინტერესით არის განპირობებული - საქართველოს პრემიერ მინისტრი ამის შესახებ საუბრობს, რასაც არც ერთი სიტყვა არ შეიძლება გამოაკლო და დასამატებელიც არაფერია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ფსკერს ჩასცდა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციასა და აგრესიაზე არ საუბრობს.

„რეალურად, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია. ზოგს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს, თუ სიღრმისეულად არ იცნობს საკითხებს, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს - რუსეთის აგრესია მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა და ალბათ, მოღალატეობრივმა პოზიციამ, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახია საგზაო რუკა, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს გააჩნდა და რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტენსივობით და შედეგიანობით მივყვებოდით. 2006 ივლისიდან მოყოლებული იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომებია დაშვებული, რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ, თუ არა იმას, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს