ირაკლი კობახიძე „მაკდონალდსზე“ - ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება ჩემთვის პირადად გამაოგნებელია - იმედია, კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მასალების შინაარსებს გადახედავენ

ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება ჩემთვის პირადად გამაოგნებელია - იმედია, კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მასალების შინაარსებს გადახედავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ სასაჩუქრე მენიუში გამოჩნდა წიგნი, რომელიც ბავშვებს ელტონ ჯონისა და მისი მამაკაცი მეუღლის, დევიდ ფერნიშის საოცნებო ოჯახზე მოუთხრობს.

მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში.

„მე არ ვიცი, რა კამპანიაზეა საუბარი. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც არის ჩადებული კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში. რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელია, აღმაშფოთებელია. არავითარი შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა. კატასტროფა არის ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსებს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები,“ - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს