პრემიერი - მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ევროპაშიც და სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება იცით, კატასტროფაა - ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა - შეიძლება, საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს

ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა - ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ამორალური უწოდა კამპანიას, რომელიც მისი თქმით, ამ მიმართულებით „მაკდონალდსმა“ აწარმოა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დებატები უნდა გაიხსნას და შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს.

„ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე არაერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მომერიდება, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ უნდა გავხსნათ დებატები ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია - მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, არ შეიძლება! ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს! ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი! ასევე, ამორალური იყო ეს კამპანია, რომელიც აწარმოა „მაკდონალდსმა“ და თქვა, რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გავიგე? ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსის მიღება. ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება, ვინაიდან, ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი ტრადიციების შესაბამისად. ჩვენი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ამიტომ ამ თემებს ვერ შეეხებით, ვერც თამარ კორძაია და ვერც 100 თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და მადლობა ღმერთს, ვერ იქნება ვერასოდეს მათნაირად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ აირჩევს ასეთად მოაზროვნე ადამიანებს. ხატია დეკანოიძეც, ალბათ, მანდ არის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების საჭიროება არ დგას, განათლების სამინისტრომ კი უნდა დაიცვას “მავნებელი პროპაგანდისგან“ ბაღები და სკოლები.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს