გურამ მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე - ყველამ უნდა გაანალიზოს, საქართველოში უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი - გამოწვევაზე არ უნდა წახვიდე

ყველამ უნდა გაანალიზოს, საქართველოში უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი და გამოწვევაზე არ უნდა წახვიდე , - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ლისისის ტერიტორიაზე დაგეგმილი “თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლას.

მაჭარაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და როცა საწინააღმდეგო პროპაგანდაზეა საუბარი, ეს არასწორი და ანტიკონსტიტუციურია.

მისივე თქმით, ძალადობას ყოველთვის გმობს.

“რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია - რა არის მისთვის მიუღებელი,

საპატრიარქომ და ასევე სხვა რელიგიურმა კონფესიებმაც საჯაროდ თქვეს, რომ ძალადობას გმობენ, მაგრამ მათთვის მიუღებელია ასეთი ტიპის პროპაგანდა. რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გინდა, იმ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რომელიც საჯაროდ გამოხატავს, რომ ეს მათთვის მიუღებელია და გამოწვევაზე არ უნდა წახვიდე.

გამოხატვის თავისუფლება არის ყველასთვის - ძალადობას ვგმობთ, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის პროპაგანდა მიუღებელია! ყველამ უნდა გაანალიზოს, საქართველოში უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ის “თბილისი პრაიდის“ ჩატარების მომხრე არ არის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს