კახა კალაძე - ყველანაირად ვემიჯნებით ძალადობას - თუ რაიმე კონკრეტული არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს და აგოს პასუხი

მე და ჩემი თანაგუნდელები ყველანაირად ვემიჯნებით ძალადობას, ძალადობრივ ფაქტებს და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. თუ რაიმე კონკრეტული არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუღებელია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა.

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. ყველანაირად, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით ძალადობას, ძალადობრივ ფაქტებს და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. თუ რაიმე კონკრეტული არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მე მხედველობაში მაქვს ის აქციები, როდესაც პოლიციის მისამართით ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, დაწვის მცდელობა, ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას, ავტომობილების დაწვას და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით სოციალურ ქსელში, კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს