გურამ მაჭარაშვილი - ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ

ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ხალხის ძალის" წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა, სადაც სოჭიდან ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საია- ს განცხადებას, რომელიც შსს- ს „ანტიკონსტიტუციური ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ პოლიცია ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ საია-მ ობიექტურობა დაკარგა.

"შევახსენებ საია-ს, რომ ადამიანის უფლებების კონვენცია არსებობს, მარტო საია-ს წევრების უფლებების დაცვა კი არ არსებობს მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვა არსებობს. როცა საია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრობს, მათ შორის, ეთნიკურად ქართველების, კარგად გადახედოს ინფორმაციებს რუსეთის მოქალაქეები მილიონობით, მათ შორის, ტურისტულად თუ სხვა მიზნით ჩადიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ- ში და იქ მშვენივრად გრძნობენ თავს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საია იჩენს, რაც ადრე ჰქონდა ის ობიექტურობა დაკარგა. ჩვენ ვნახეთ იქ ვინ იყვნენ, მშვენივრად ჩანდა - პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერი წევრები. დაუძველდათ მეთოდები, ეს პრიგოჟინის პარტიას ვეღარ უშველის,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს