ირაკლი კობახიძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე  გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად  მობილიზებულები - რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით

ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ამ კენჭისყრაზე. რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეცდება თუ არა მმართველი პარტია იმპიჩმენტის პროცედურის აღსრულებისთვის ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირებას.

კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე იმპიჩმენტი არ აღსრულდება, მმართველი ძალა მაინც იმოქმედებს კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას ანუ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით, ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს საგრძნობი გახდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. კობახიძის თქმით, ამის მიზეზი „საერთო პატრონია“, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ „გლობალური ომის პარტია მოიაზრა.

„2021 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო ამ რევოლუციური გეგმების გააქტიურება. მანამდე კოვიდი იყო, პასიური პერიოდი იყო პოლიტიკურად. მანამდე რა ხდებოდა კულუარებში, მე არ ვიცი, მაგრამ 2021 წელს ჩვენ ვიგრძენით მისი მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ.

საერთო პატრონი არის მიზეზი, და ეს საერთო პატრონი არის გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა