ირაკლი კობახიძე - არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია - ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა

არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ უთხრა უარი 2 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაზე. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის.

„ლიკა ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამ ამბის გამავრცელებელი, ეს ხომ არასერიოზულია. მეორე, ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა, ზოგადად, არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს