თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს

თავდაცვის სამინისტრო „სრულ სიცრუეს“ უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას შეეხება და შინაარსობრივად სრულ სიცრუეს წარმოადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს