ირაკლი კობახიძე - ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში, იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის - ორპირმა ქარმა გაციება იცის

მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-ში მიღონ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებას საგანგებოდ წარედგინება დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება.

„მე საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში საკითხების წრე მაქსიმალურად დავიწროვდა. ევროკავშირის საელჩო გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ, ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში. ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ყველაფერი კეთდება და გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამიჯნა თუ არა ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან, როდესაც კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა.

„ეს თუ იყო მიზანი, ძალიან სამწუხაროა, მე იმედი მაქვს რომ, ეს არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. თუ ტექნიკური არ არის, რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო და დასანანია. მე რადგან არ წამიკითხავს [განცხადება] კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ ასეა, ეს იქნება სამწუხარო და დასანანი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, უბრალოდ, კონკრეტულად, რა იყო ნათქვამი განცხადებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს