ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე, "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

კობახიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვის თაობაზე, შეიძლება ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.

კობახიძის განმარტებით, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.

კობახიძე ამ კონტექსტში, უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც საუბრობს.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე განუცხადეს, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს