კახა კალაძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე - როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია

როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა, ასეთი სანქციებით დაასანქცირეს. გვახსოვს, მოსამართლეების შემთხვევა, რომლებსაც ვიზებთან დაკავშირებით შეზღუდვა დაუწესეს. მაშინაც და ახლაც ჩვენი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო წარმოდგენილი, თუნდაც საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ, როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მინიმუმ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მსგავსს საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება