გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ხელისუფლების დასჯას ემსახურება

„ხალხის ძალის“ წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ხელისუფლების დასჯას ემსახურება. მისივე თქმით, „დასჯის“ მიზეზია ის, რომ მათ „მეორე ფრონტი“ არ გახსნეს.

„საქართველოს მოქალაქის დასანქცირება, რომელიც 10 წელია არანაირ თანამდებობას არ იკავებს, არის გლობალური საკითხის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია საქართველოში „მეორე ფრონტის“ არგახსნის გამო ხელისუფლების დასჯა, რომ უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება. მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებაში თანამდებობის პირების, რომ მიადგებიან სხვას, რომ დაანააქცირონ. პირდაპირ თარგმნეს, ჩვენ აღარ დაგვჭირდა ამის მტკიცებულებების მოძიება. როგორც მოსამართლეები დაასანქცირეს და აღიარეს, მართალია, მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი განზრახვით და შეგნებით, ეს ხალხი არის კორუფციონერიო, ასევე ვფიქრობთ ფარცხალაძესთან დაკავშირებითო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს