არჩილ თალაკვაძე - არ ვიცი, ფარცხალაძეს რა მოქალაქეობა აქვს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია - ის, რომ მხოლოდ ამ საკითხზე საუბრობენ, მეტყველებს, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია

ფარცხალაძის საკითხზე ორდღიანი პროცესი, სადაც ოპოზიცია მხოლოდ ამაზე საუბრობს, მეტყველებს, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძეს აქვს მოლოდინი, რომ ფარცხალაძის ადვოკატები გაერკვევიან, რის საფუძველზე დაასანქცირეს ფარცხალაძე. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად ფლობს ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას მას შემდეგ, რაც რუსეთის მიიღო, თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს შესაბამისი უწყებების შესასწავლის საკითხია.

„მე არ ვიცი, ფარცხალაძეს რა მოქალაქეობა აქვს, მედიით შევიტყვე, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია. პარლამენტს ფარცხალაძესთან და მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საკითხი არ შეუსწავლია, შესაბამისად, ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც მედიით არის ჩვენთვის ცნობილი. ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხსაც არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ამიტომ მათი გასარკვევია და მათი შესასწავლია ეს საკითხი.

ოთარ ფარცხალაძის საკითხზე ორდღიანი პროცესი, სადაც ყველა ოპოზიციონერი რადიკალური ბანაკიდან, მათი მედია, მათი სპიკერები მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხზე საუბრობენ მაშინ, როდესაც საქართველოს დღის წესრიგის მთავარი საკითხები არის ევროინტეგრაცია, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ეკონომიკური, სოციალური თემები, ჯანდაცვის საკითხები, მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული. თვიდან თვემდე იკვებებიან და თავი გააქვთ ასეთი თემებით. რაც მედია ამით დაინტერესდა, მეც დავინტერესდი, გავეცანი სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას. ამ რაუნდში არის 200- ზე მეტი ადამიანი დასანქცირებული სხვადასხვა სექტორიდან და ათეულობით ადამიანს მოხსნილი აქვს სანქციები, შესაბამისად მოლოდინი მაქვს, რომ ფარცხალაძის ადვოკატები გაერკვევიან, რა საფუძვლებით მოხდა დასანქცირება, რა არის კონტრარგუმენტები და ა.შ. ფაქტია, უკვე მოხდა დასანქცირება საქართველოში ჩატარებული გამოძიების გარეშე, ან ერთობლივი გამოძიების გარეშე უკვე მიღებულია, შესაბამისად, უკვე პოსტფაქტუმ მოუწევთ ადვოკატებს გაერკვნენ, რა ხდება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება