კახა კალაძე - კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებდით, ყველა პარამეტრებით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომელთან სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს

კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებდით, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ყველა პარამეტრებით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომელთან სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება აქტიურად ხდება პრემიერის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა, ყველა შეხვედრა გამოვიყენოთ ჩვენს მეგობრებთან, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც დიდი ხანია ვიმსახურებდით. ვიმსახურებდით იმიტომ, რომ მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ყველა პარამეტრებით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომელსაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ მივდივართ, ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება აქტიურად ხდება, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ პარტნიორებს რა გაკეთდა, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“, - აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება