ირაკლი ზარქუა აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე - აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ!

შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე - აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ! - ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას სუს- ის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ "მშვიდობა შეინარჩუნონ".

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს. ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე, საუბარი იყო, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ! "- განაცხადა ზარქუამ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა