შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ გუშინ რადიკალიზმი არ შედგა

ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, რომ „ეს არის „რუსული კანონი“, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, ძალიან დაბალია.

„მინდა მადლობა გადავუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს. განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე განხილვებისა და მარტის მდგომარეობას შორის, რომ ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორების ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, იმ კანონის „რუსულ კანონად“ „დაბრენდვაში“, რამაც მაშინ ჩვენ მოგვცა რადიკალიზმი, ხოლო ამ ჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული უცხოელი აქტორები. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ, ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი „ენჯეოები“, მათ შორის, რაღაც მოძრაობები, რომელიც ვნახეთ, რაც არის - 20-30 ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება