შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოები“ ევროპელებისგან ითხოვენ, რომ წინაპირობები უნდა დაუყენოს საქართველოს ევროკავშირმა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება

პრემიერ-მინისტრის შეხვედრებიდან ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მაღალია და ახლა ვხედავთ აგონიას ოპოზიციასა და ზოგიერთ „ენჯეოში“. ასევე, ბოლო მცდელობას, ჩაშალონ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, ან რაღაც წინაპირობებით, დაამძიმონ სტატუსის მინიჭება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ გვყავს ქართული რეგისტრაციის მქონე „ენჯეოები”, რომლებიც ევროკავშირის განცხადების მიუხედავად ამბობენ, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულა.

„სამარცხვინოდ, შესრულებულად ასახელებენ ერთ რეკომენდაციას, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევას შეუსრულებლად ასახელებენ. ვნახეთ ერთ-ერთი ენჯეო, რომელიც არის თანაავტორი იმ ე.წ სტატუსმეტრისა, რომლითაც აფასებენ რეკომენდაციების შესრულებას და სამარცხვინოდ, იმ პირობებში, როცა ევროკავშირი აღიარებს, რომ სამი რეკომენდაცია შესრულებულია, ქართული რეგისტრაციის მქონე „ენჯეოები“ და თავისი შინაარსით, არაქართული „ენჯეობი“’ სამარცხვინოდ, შესრულებულად ასახელებენ ერთ რეკომენდაციას, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევას შეუსრულებლად ასახელებენ. რა ვქნათ, ამას ხომ აღარ ეშველება? – ანუ, მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ამ რეკომენდაციას ვეღარასოდეს შევასრულებთ. სამწუხაროდ, ასეთი „ენჯეოები“ გვყავს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები.

სოროსის ფონდის განცხადება ვნახეთ, სადაც ითქვა, რომ პირად საუბრებში ევროპელებისგან პირდაპირ ითხოვენ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას ხაზგასმით თქვან, რომ სტატუსს არ ანიჭებენ ხელისუფლებას, არამედ ანიჭებენ ამ „ენჯეოებს“. ასევე, ვნახეთ GRASS-ის ერთ-ერთი სტატია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა, რომ წინაპირობები უნდა დაუყენონ საქართველოს ევროკავშირმა – უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს რა „ენჯეოს“ საქმეა? ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავს მიაწერენ საზოგადოების ელიტად, ზუსტად ეს აჩვენებს, რას აკეთებენ შეხვედრების დროს. ითხოვენ, ერთი, რომ ევროკავშირმა სააკაშვილის საკითხი წინაპირობად დაგვიყენოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს და ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე, სანქციები დაუწესოს რუსეთს. ეს არის „პატრიოტი“ „ენჯეოელიტა“, რომელიც, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო