ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება - სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს

არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება - სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ევროკავშირში გაგზავნილია და სამი ვარიანტიდან მათ სწორედ ის შეარჩიეს, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს.

„რაც შეეხება ამ რეგულაციებს, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას. ეს კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ -ერთს და ვიღებთ ამას, დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ეს ჩანაწერი იყო ძველი და ის რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. უხამსობა წარსულშიც ბევრი ისმოდა სატელევიზიო ეთერებიდან, ეს კულტურის საკითხებია და ჩვენ ამაში არ ვერევით.

მე საერთოდ დეტალებიც კი არ ვიცი ამ კანონპროექტის და რატომ - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო სწორედ ეს - ჯერ თვითრეგულირება, შემდეგ - კომისია, სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთთქო ვუთხარით, ეს იყო ევროკავშირის არჩევანი და რასაც თითი დაადეს იმას ვიღებთ,"- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს