კახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე - ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია - ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

„ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია. ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით, ასევე, მოვისმინეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ტრენინგი მიმდინარეობდა, როგორ უნდა მოეწყოს რევოლუცია, მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და ა.შ. ეს ერთი პატარა მაგალითია იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ბნელი ძალები მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, დაამხონ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება