შალვა პაპუაშვილი - საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა - ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი

ვინც ქართველ ხალხს პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას - ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვინც ქართველ ხალხს პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის თანხმობის გარეშე.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ლუსტრაციაა. ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. გვყავდა ვითომ ზეპარტიული სახალხო დამცველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და აფასებს. საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ქართველი ხალხის მანდატით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენი კონსტიტუცია. ვინც ამას პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია ახლა თუ უწინ, ამ ხალხს კონსტიტუცია და ქვეყანა საკუთარი უკანა ეზო ჰგონია, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობს, ეს ასე არ არის. ვინც ქართველ ხალხს პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე, ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს ესა თუ ის ენჯეო საგარეო ურთიერთობებში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა