მამუკა მდინარაძე - არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ - მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ამას გააკეთებენ

ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ რეპლიკებს და განცხადებებს.

მისივე თქმით, ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის, ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა.

„მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში - ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ. მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ.

ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.

ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს