კახა კალაძე - ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ - თუ მეც მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი, ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორია ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებული განცხადებები.

ამასთან, კალაძის თქმით, ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებების ბევრი შემთხვევა იყო.

მისივე თქმით, არსებობს ჩარჩოები, რომელიც არავინ არ უნდა გადალახოს.

„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის პოლიტიკაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან.

ძალიან ბევრი შემთხვევა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს, პიროვნული შეურაცხყოფები. ეს არ არის ლამაზი ფორმა. მეც თუ მაქვს რამე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ ვატკინოთ გული და ასეთი შეურაცხყოფები არ მივაყენოთ.

ტელევიზიების მხრიდან უამრავი განცხადება გაკეთებულია, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა დიდი ცილისწამება იყო.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორია ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს