შალვა პაპუაშვილი - ელიტური NGO-ები ხვდებიან, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს და ცდილობენ, რამენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდნენ

ელიტური NGO-ები ხვდებიან, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს და ცდილობენ, რამენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წელიწად-ნახევრიანი საბოტაჟისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოზიციური გადაწყვეტილებისთვის ემზადება და ამით დამარცხდება ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული მიმართვის ინიციატორებში არიან ის „ელიტური NGO-ებიც“, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით.

„როგორც ვხედავ, ზოგიერთი არასამთავრობო არ იყო ამ ხელმოწერის მონაწილე. ფაქტია, რომ რამდენიმე ელიტური NGO-ს მიერ ორგანიზებული განცხადება არის და თავად ამ განცხადების ტონალობაშიც იკვეთება, კიდევ ერთხელ, რამდენად არასწორად იქცევიან ზოგადად ეს ორგანიზაციები. ახლა ყველა ხვდება, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს. პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა ყველა ცდილობს, რომ რამენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს. სინამდვილეში, წელიწად-ნახევრიანი საბოტაჟის და წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ევროკავშირი პოზიციური გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ამით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ყველა ის ჯგუფი, პოლიტიკური იქნება ეს, თუ ზოგიერთი ელიტური NGO, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.

ვნახე, რომ ამ ხელმომწერებში უფრო სწორად ინიციატორებში, არიან ისინიც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით. ჩვენ ახლახან გავიგეთ ინფორმაცია საჯაროდ, რომ არსებობს ფონდი უცხოური ფულით, რომელიც ჯარიმებს უხდის კანონდამრღვევებს და სწორედ ამ ფონდის ინდულგენციის "ბორდის" წევრები არიან მათ შორის, ინიციატორები ამ განცხადების და ვიცით, რომ ეს პროექტი, რასაც ემსახურება არის სწორედ ექსტრემიზმის წახალისება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ „რას ნიშნავს, რომ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ფულს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ანაწილებს, რომლებიც შემდეგ ჯარიმებს იხდიან“, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ახია USAID-ზე“.

„ახია USAID-ზე. მარტში, უცხოური გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობდით, რომ იყო უცხოური დაფინანსება და მისი გამოყენება იყო გაუმჭვირვალე, აბსოლუტური ქაოსი და მაშინ რამდენიმე დონორი გვარწმუნებდა, რომ სინამდვილეში საქართველოს სისტემა არის საკმაოდ გამჭვირვალე, NGO- ების დაფინანსება, მათ მიერ თანხების გამოყენება არის გამჭვირვალე. ასე რომ, ახია USAID-ზე, როგორც აღმოჩნდა, როგორც ისინი ამბობენ, მათი ლოგო, მათთან დაუკითხავად, 8 თვის განმავლობაში გამოფენილი იყო NGO-ს გვერდზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, „საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო