მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი - ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს

ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს.

„ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება