შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს რ აქვს პატივისცემა ქვეყნის საფუძვლების მიმართ - პირველად საქართველოს ისტორიაში, თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციას და ხალხს

ამით, რა თქმა უნდა, [სალომე ზურაშვილი] აჩვენებს, თუ რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა მას საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც ეს კონსტიტუცია დაადგინა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართველმა ხალმა თავისი სათქმელი 18 ოქტომბერს თქვა და სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა აქვს“.

„ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალმა თავისი სათქმელი 18 ოქტომბერს თქვა, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა აქვს. ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ამას ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, მას უარი იმ მანდატზე უთხრა, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ასეთ გამგზავრებებს, ეს არ არის ვიზიტი, ეს არის რაღაც მოგზაურობა, უნდა შევხედოთ ამ მხრივ. მეორე საკითხი არის ის, რომ მან, რა თქმა უნდა, დანამდვილებით იცის, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა. ამით, რა თქმა უნდა, აჩვენებს, თუ რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა მას საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც ეს კონსტიტუცია დაადგინა. არ აქვს არანაირი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული დამოკიდებულება საკითხის მიმართ, არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა იქნება „ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯები? - პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

„ვერ გეტყვით ახლა. მგონი, გადაჭარბებული მნიშვნელობა ამას არ უნდა მივანიჭოთ. მთავარი არის, რომ ფაქტი დადგინდა, კონსტიტუცია დარღვეული იყო და ასევე, ფაქტია, რომ კონსტიტუცია კვლავ ირღვევა, ეს ერთი. მეორე, სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სახით მისი ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა ჩამოართვა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ზედმეტი გადაჭარბების გარეშე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო