ბექა ოდიშარია - გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის არიან მართლაც კონსტრუქციულები, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია

გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკურ-მენშევიკური ფრთებისა და მათი მონატეხი მცირე ნაწილების სახით, რომელთათვისაც ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.

„გამეორება ზედმეტია იმისა, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის, არიან მართლაც კონსტრუქციულები, არიან ცოტა ეშმაკები და ჭკვიანები და სურთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში მოიხვეჭონ გარკვეული დამსახურება და გასწიონ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სიღრმისეული, მაგრამ ზედაპირული ღვაწლი ამ პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკურ-მენშევიკური ფრთებისა და მათი მონატეხი მცირე ნაწილების სახით, რომელთათვისაც ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად როგორც ყოველთვის, მაგრამ მშვიდ გარემოში და ისინი თავის სურვილს ვერ შეისრულებენ, რომელიც წარმოადგენს ძალაუფლების დაბრუნებას, რევანშს და დაუოკებელ სურვილს ფულის მოხვეჭისას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს