გურამ მაჭარაშვილი - ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის

ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას "თავს და ბოლოს ვერ გაუგებს".

„მე მაინტერესებს, რატომ დადის ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი სხვადასხვა ადგილებში ე.წ. ჩვენი ხმა ევროპას ხელმოწერებით? რა მიზანი აქვს ამას? ევროპამ გადაწყვიტა უკვე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიდის. ასევე იცის, რომ ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამსახურებულად სტატუსიო და ზუსტად ამიტომ დადის, რომ შემდეგ თქვენ კითხვები დასვათ, კობახიძეს დაუსვათ, მე დამისვათ და იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. თორემ, საქართველოს საზოგადოებას არანაირი ინტერესი ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ გააჩნია. მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან თავს და ბოლოს ვერ გაუგებს, ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, ერთმანეთში რომ ჩხუბობს იქ რას გაარკვევს?! მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს