ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარების გზაზე - ამ პარტიის დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერ როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და შემდეგ წლების მანძილზე, როცა „ნაცმოძრაობა“ არის ოპოზიციაში - ეს პარტია მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარების გზაზე. „ნაცმოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს