მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე - როცა მოღალატე თაღლითობაზე გადადის, ეს მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს - როცა ირაკლი კობახიძესა და დავით კეზერაშვილს ერთად ასახელებ, ნიშნავს, რომ შუბლზე ძარღვი არასდროს ჰქონია

როცა მოღალატე თაღლითობაზე გადადის, ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს - როცა ირაკლი კობახიძესა და დავით კეზერაშვილს ერთად ასახელებ, ნიშნავს, რომ შუბლზე ძარღვი არასდროს ჰქონია, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომლის განცხადებით, ეკონომიკური ზრდით ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

მდინარაძე ამბობს, რომ “ღალატი გახარიას და მისი პარტიის ფორმულაა“.

“ჩვენი ორდღიანი მოწოდების შემდეგ, გიორგი გახარიამ სია გამოაქვეყნა. “ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადამდგარი კლასიკური მოღალატე ახლა აქვეყნებს სიას, რომელშიც ირაკლი კობახიძეს წერს. აღარ ვკითხულობ სიაში სხვა ვინ წერია... თურმე კობახიძე და კალაძე ბიუჯეტის ფულით საზრდოობენ და მდიდრდებიან.

როცა ჩვენთან იყო, არც მაშინ ჰქონდა შუბლზე ძარღვი - თამაშობდა, იყო როლის საუკეთესო შემსრულებელი, საუბრობდა სწორ რაღაცებს და დღეს გამოჩნდა, რისი მკადრებლები არიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს