ალუდა ღუდუშაური - ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს - მოისროლეს ლევან ხაბეიშვილის ხელით და უკან პანღური მიაყოლეს -  მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პუფი"

ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს - მოისროლეს ლევან ხაბეიშვილის ხელით და უკან პანღური მიაყოლეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, პარტიაში ფანჯრიდან გადაძრომას ცდილობდა.

ღუდუშაური მელიას „უთავმოყვარეოსა“ და „უპრინციპოს“ უწოდებს.

„წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია „პუფი“ ვუწოდოთ. ის თუ ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ „პუფზე“, ჩვენი საზოგადოება ამასაც მალე ნახავს. კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა, რომ მას ვერავინ დაიჭერდა და შემდეგ მის თავს კანონმდებლობა ძალიან კარგად აღსრულდა. ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, მაგრამ გირაოს პირობა მიიღო და საპატიმროდან გამოვიდა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და იძახდა, რომ ოპოზიციიდან ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტში შევიდოდა, „პუფი“ იქნებოდა, მაგრამ მელია პარლამენტში პირველი შემოვარდა. ამ უპრინციპობისა და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზული პოლიტიკური განაცხადი შეიძლება გააკეთოს ნიკანორ მელიამ?!“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს