არჩილ თალაკვაძე - უნგრეთის მთავრობა და ორბანი არის საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი - გარწმუნებთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებით ვერანაირი ფაქტორი ვერ შეაფერხებს

უნგრეთის მთავრობა და ორბანი არიან საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი - გარწმუნებთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებით ვერანაირი ფაქტორი ვერ შეაფერხებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ წარმატება უსურვა უკრაინასაც და იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი მიიღწევა.

„საქართველოს აქვს უკვე მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმ შეხვედრებიდან, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ ახლა და წინა შეხვედრებზე თავის პარტნიორებთან მოისმინეს და ჩვენ ვიცით ჩვენი მეგობრებისგან, რომ საქართველოს აქვს ძლიერი, ერთსულოვანი მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად, ასე რომ, ეს დისკუსია ვერ დაბლოკავს და ვერ შეაჩერებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ მივიღებთ ძალიან მაღალი ალბათობით კანდიდატის სტატუსს და არამარტო სტატუსს მივიღებთ, მეორე დღესვე როცა სტატუსი მოგვენიჭება, გადავალთ გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე და დავიწყებთ სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომელზეც ევროკავშირთან შეთანხმების პროცესი მალე დასრულდება.

უნგრეთის მთავრობა და ვიქტორ ორბანი არიან საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და საქართველოს იმ მეგობრებს შორის, ვინც ერთი წლის წინაც ამბობდა, რომ საქართველოს იმ პირობებში და იმ მოცემულობით უნდა მიეღო სტატუსი და ისინი კრიტიკულად აფასებდნენ სტატუსზე ჩვენთვის გადაწყვეტილების გადავადებას. ამიტომ დღესაც კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუ სად დგას უნგრეთი საქართველოსთან მიმართებით. ახლა იქ მიმდინარეობს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ამ ვიზიტზე დაყრდნობითაც გიდასტურებთ, რომ საქართველოს აქვს და ექნება უნგრეთის მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად. საქართველოს აქვს უნგრეთის მხარდაჭერა, ისევე როგორც სხვა მეგობრების. გარწმუნებთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებით ვერანაირი ფაქტორი ვერ შეაფერხებს, ჩვენი მეგობრები, მათ შორის უნგრეთი, მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. წარმატებას ვუსურვებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინას. უკრაინა იმსახურებს დიდ მხარდაჭერას ახლა, როცა ომშია და იმედი გვაქვს, უკრაინასთან დაკავშირებითაც იქნება კონსენსუსი”, - განაცხადა თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს