მიხეილ სარჯველაძე - ზურაბიშვილს ან თვითონ აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ან მისთვის მთავარია, რას იფიქრებენ უცხოეთში - რა აიძულებს ასეთი იაფფასიანი მეტამორფოზა შესთავაზოს საზოგადოებას, გაუგებარია

ზურაბიშვილს ან თვითონ აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ ის საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ან მისთვის მთავარია, რას იფიქრებენ უცხოეთში - ეს იაფფასიანი მეტამორფოზაა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და ის შეწყალებაზე კომენტარს არასდროს არ აკეთებს, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

სარჯველაძის განცხადებით, ზურაბიშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელია და მას არც რეიტინგი აქვს.

"მძიმე სანახავია, როცა ზურაბიშვილი ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს ქართველი ამომრჩევლის მიმართ. არ ვიცი გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როცა მისივე სიტყვებია "არა და არასდროს", დასმულ კითხვაზე - შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. "არა და არასდროს" ნიშნავს, რომ არ აპირებდა გადაეხედა ამ პოზიციისთვის. როცა ის იძლევა ინტერვიუს და ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, არ ვიცი, რაზე აქვს გათვლა, ან თვითონ აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას ამნეზია აქვს ან არ ანაღვლებს საერთოდ, საქართველოში რას იფიქრებენ მის შესახებ და მთავარია მისთვის, რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება მისი მანამდე გაკეთებული განცხადებები ნაკლები ყურადღების ღირსად ჩაეთვალათ. ეს მძიმედ გამოიყურება და ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეუფერებელია სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობასთან, არამედ შინაარსობრივადაც აბსოლუტურად მიუღებელი გახდა ოპოზიციასთან მისი ამ სიახლოვის გათვალისწინებით. რა ალაპარაკებს, რა აიძულებს ასეთი იაფფასიანი მეტამორფოზა შესთავაზოს საზოგადოებას, ეს ჩემთვის გაუგებარია. მე თვითონ არ მსიამოვნებს, როცა მიწევს ამის თქმა, რომ ეს იაფფასიანი მეტამორფოზაა, მაგრამ ეს ასეც არის. ვინ უნდა დააჯეროს საქართველოში გინდა ოპოზიციაში, გინდა ხელისუფლებაში და გინდა ნებისმიერ ამომრჩეველში, როცა ამბობს, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. რას შეიძლება ეს გამოეწვია - როგორც ჩანს, არის რაღაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ანაღვლებს მათ შორის ზურაბიშვილის რეპუტაცია და რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ახლა უფრო მეტად აქტუალურია სააკაშვილის შეწყალებაზე მუშაობის დაწყება და იძულებულია ზურაბიშვილი ამას ანგარიში გაუწიოს”, - განაცხადა სარჯველაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო