ირაკლი კობახიძე - დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენაა პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, ამ თანამდებობას დაიკავებს პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი

დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობის სამუშაო ნაწილზე ისაუბრეს პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის წინასაარჩევნო სამზადისზე.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ დასრულდა ყრილობის სამუშაო ნაწილი და ვიწყებთ ყრილობის საჯარო ნაწილს. ყრილობაზე სამუშაო ნაწილში მოსმენილ იქნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, დამტკიცდა სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, წინასაარჩევნო სამზადისზე. გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს