შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას - იმედია, დანიის საელჩო ამ განცხადებას შესაბამისი კონტექსტით გაიგებს

ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით - იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი კონტექსტით გაიგებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დანიის ელჩმა თავის წერილში ვერ შეძლო აზრის იმდენად კომპეტენტურად ჩამოყალიბება, რომ ამას არ ჰქონოდა სხვადასხვა კონტექსტი და განმარტება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც დიპლომატების არაკომპეტენტურობის გამო, თავად იმ ქვეყნის იმიჯი ილახება ქართული საზოგადოების თვალში.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო. თუ ეს არაკომპეტენტურობაა, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ რომ ეს არის არაკომპეტენტურობა. სამწუხაროა და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებას შესაბამისი კონტექსტით გაიგებს. დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპ-ედი არ იქნება გაგებული სწორად, შესაბამისად, ელჩმა ვერ შეძლო, სავარაუდოდ, საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დანიის ელჩმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ მოსაზრების წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი უწყებაში განმარტების გასაკეთებლად დაიბარა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ