გია ვოლსკი დანიის ელჩზე - როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ ეს შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს, ე.ი. ან არაპროფესიონალი ხარ ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არ აქვს

როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ ისედაც დაძაბულ სიტუაციაში კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და კონტექსტიდან ამოუგლეჯავიც შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს, ე.ი. ან არაპროფესიონალი ხარ ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ვოლსკი დანიელი დიპლომატის შეფასებას ქვეყანაში შიდა დაპირისპირების ხელშეწყობის კონტექსტში განიხილავს და აცხადებს, რომ ის პროცესს აძლევს ბიძგს, რომლის გამოწვევაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სურს.

„დიახაც, დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალობაში იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია - შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა. დანიის ელჩის განცხადება არის სურვილი, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. მისი მხრიდან ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად - ეს გასაგები იქნებოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე წერს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს