შალვა პაპუაშვილი - იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ ხმას მიიღებენ მოქალაქეებისგან - სამადლოა მათთვის, 40% მიიღონ ჯამში, ესეც გასაკვირი იქნება

პრობლემა არ არის იმაში, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ გადაჯგუფდებიან, პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ საერთოდ, რომ ხმას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს რუსეთთან ომში ჩართვას და ეკონომიკურ კოლაფსს და ამ პირობებში არჩევნებზე, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

„გუშინ იყო საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ქვედანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ხალხი ვერ სწავლობს ჭკუას და ამის განაჩენს წლის ბოლოს იხილავენ არჩევნებზე. პრობლემა არ არის იმაში, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ გადაჯგუფდებიან, პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ საერთოდ, რომ ხმას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისგან, როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ მათ კუთვნილ ტელევიზიებს შობის საღამოს გაჩაღებული ჰქონდათ მრევლის შევიწროებისა და ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია; როცა ხედავენ, რომ ყველა მათი ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ეროვნული და მათ შორის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, შანსები როგორც არ ჰქონდათ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასე არ ექნებათ, რა თქმა უნდა, ახლა.

რა ჰგონია ოპოზიციას, რას სთავაზობს ის ქართველ ხალხს? ოპოზიცია სთავაზობს, რომ ისინი ჩაერთვებიან რუსეთთან ომში, მათი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მიევლინათ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საომრად; მეორე, დაუწესებდნენ სანქციებს რუსეთს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, ყველაფერს გააჩერებდნენ, რაც დადასტურებულად ვიცით, ციფრებით დათვლილია, რომ იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი საქართველოსთვის. არც ერთ ქვეყანას არ ჩაუკეტავს სრულად ვაჭრობა რუსეთთან, პირიქით, მოუმატეს და ბალტიის ქვეყნები ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში. სამადლოა მათთვის, რომ 40% მიიღონ ჯამში, ესეც გასაკვირი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც საქართველოს რთავდა რუსეთთან ომში და ეკონომიკურ კოლაფსში აყენებდა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო