გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე - ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტისგან სამუშაო შეხვედრებში ჩართვას ითხოვს.

ვოლსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმაში, რომელიც ჩართულია სამუშაო ფორმატში, დაახლოებით 200 ორგანიზაციაა და პლატფორმიდან გასული ორგანიზაციები მსგავსი განცხადებებით სამუშაო პროცესს ჩრდილს ვერ მიაყენებენ.

„ევროკავშირის აღიარებული და მხარდაჭერილი პლატფორმიდან რამდენიმე ორგანიზაცია გავიდა იმის გამო, რომ არჩევნების თუ სხვა საკითხების მიმართ ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება.

ახლა ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, რაც გულისხმობს მუშაობას, წინადადებების მოსმენას და გაზიარებას. ახლა ამ პოზიციიდან შეტევა პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც კონსულტაციებს ატარებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ პლატფორმასთან, სადაც დაახლოებით 200 ორგანიზაციაა გაწევრიანებული, ინკლუზიურობას ჩრდილს არ აყენებს არანაირად. ახლა, როცა ამ პლატფორმიდან გასული ადამიანები ცალკე რაღაც პლატფორმას ქმნიან და თავისი მხრიდან მიმართავენ, ვფიქრობ, ეს უფრო სკანდალურობისთვის არის გაკეთებული. ფაქტია, თუ იქ რაღაც არ მოეწონათ და იმიტომ გავიდნენ, დღეს მათი ეს მიმართვა განხილული უნდა იქნას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ჩრდილი მიაყენოს ამ მიმდინარე პროცესს და მოახდინოს პროცესის დისკრედიტაცია, თითქმის სადღაც არიან პლატფორმიდან გასული ორგანიზაციები, რომლებსაც არ რთავენ პროცესში მაშინ, როცა დაახლოებით 200 ორგანიზაცია ჩართულია ამ პროცესში. როგორ მიაყენონ ზიანი ამ პროცესს ამაზე ფიქრობენ, ამიტომ ეს საყვედურიც მათგან გასათვალისწინებელი არ არის, მაგრამ კიდევ როგორ უნდა გაფართოვდეს ჩართულობა სექტორის. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ალბათ, საჭიროა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია.

მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს