მამუკა მდინარაძე - როდესაც ტრანსნაციონალური დანაშაული იხსნება და რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, უდავოა, ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს

როდესაც ტრანსნაციონალური დანაშაული იხსნება და რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, უდავოა, რომ ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომ უწყების კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, მცდელობაა, რომ საქართველოს დაბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა.

„წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება მცდელობა, რომ საქართველოს დაბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ეს მიდის ერთადერთი რამისკენ, რომ საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, არამედ დაძალებებიც კი. ხან გვთხოვდნენ მოხალისეების გაშვებას. პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდანაც. ახლა ამ გზით, ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, ამ ამბავში საქართველო ჩაითრიონ. კიდევ კარგი საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე მოსაზრებას, რომ საქართველოს ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს, სისულელეს უწოდებს.

„ოპოზიციისგან წარმოუდგენელი არგუმენტები გვესმის, ალბათ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან მიიღეს ინფორმაციაო. რატომ უნდა თქვა ამხელა სისულელე? რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ინფორმაცია ჰქონოდათ, ქართულ სპეცსამსახურებს, სულ რომ გულზე ეხეტებოდეთ, რატომ მისცემდა ამ ინფორმაციას? გადავიდოდა საზღვარზე, გახსნიდნენ ამ საქმეს და მიიწერდნენ. გამოაცხადებდნენ ბევრ ისეთ ამბავს, რაც მათ აწყობდათ. დააკავებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. რატომ არ ქნეს ეს?”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. სუს-ის ცნობით, მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს