მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი ისმენს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს - მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია

სალომე ზურაბიშვილი ისმენს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს, მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს.

სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი ოპოზიციონერი, რომელმაც უკვე არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია ქვეყანა. დადის და ისმენს, ხან ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, ხან იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს. მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დახურვა და ა.შ. ყოფილა მოდერნიზაცია. ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია არის დემოკრატია, განვითარება და ევროპა. ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც არ უნდა იყოს, როგორი მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ამ ქვეყნებთან, უნდა შევახსენოთ, რომ მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების წამება, ღირსების აყრა, ბიზნესის და ტელევიზიების რეკეტი, ეს ვერ იქნება მოდერნიზაცია, ამას ვერ მიიღებს ქართველი კაცი და ქალი მოდერნიზაციად ვერასდროს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს. მისი მხრიდან ეს ან დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და გარე სიტუაციას დააბრალოს, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და „არანაცის“ იმიჯი მოირგოს ამით. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, რუსული გავლენები იგრძნობოდეს.

„ეს რუსული გავლენები ხომ უნდა ეხსენებინათ სადმე. დავალება აქვთ მათ. სალომე ზურაბიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციის სხვა წევრებს აქვთ დავალება, რომ ყველაფერი, რაც „ქართულ ოცნებას“ მიეწერება, უნდა იყოს რუსული.

რუსეთმა შეიძლება მართლა სცადოს ქართულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა. ჩვენთან კი არა, ეჭვები არსებობს, რომ გაცილებით ძლიერი ქვეყნების არჩევნებშიც ერევა.

რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პუტინი და ილაპარაკა იმაზე, როგორი კარგი პოლიტიკოსია ბაიდენი, ადამიანი, რომელიც ღიად, სიტყვითაც და ქმედებითაც, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. რუსულ ლოგიკაზე რა გითხრათ, ვის დაეხმარება არ ვიცით.

სალომე ზურაბიშვილის ადგილას რომ ვიყო, რუსეთთან დაკავშირებით მსგავსი რაღაცების თქმას ცოტა მოვერიდებოდი და ამის მეტი რომ ვილაპარაკო, შეიძლება სწორი არც იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი - უკრაინა მზადაა, დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ომი, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული არმია სრულად დატოვებს უკრაინის  ტერიტორიას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება