შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფუძნებული „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში - ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება, ასეთი დაფინანსება უნდა შეწყდეს

„ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში - უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ნება არის არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს, საჭიროა, რომ ევროპული არხებიდან პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება შეწყდეს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არჩევნების სათანადო ჩატარება 9 პუნქტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ პრობლემას მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება - აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდება არჩევნებში ჩარევა რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა არის რუსული სტილი.

„ფაქტია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NGO-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულება მიიღონ. ნუ, ეს უკანონო შემოწირულებაც არის და უკანონო შემოწირულებაც. აქ საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს არის ტოლფასი საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის. უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს რუსეთიდან მაგრამ ხაზა ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდება ჩარევა რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერ ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედ რუსული სტილი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, რომლებიც არის ამ ფარული სქემის მონაწილეები, მალავენ თავიანთ დაფინანსებას, მე ერთს დავასახელებ - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, როგორც ჩანს პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში. არჩევნების სათანადო ჩატარება გახლავთ 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით ამ პრობლემას - აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია. ვინაიდან „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უნდა ჩაერიოს ევროკავშირში. თუკი ჩვენი საერთო ნება არის არჩევნები იყოს საფუძვლიანი და პატიოსანი ამისთვის საჭიროა, რომ აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან, მათ შორის, რუსული არხებიდან. ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება პარტიების დაფინანსება, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს და იქნება ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში. უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. მივმართავ ყველა დონორს, ყველა საელჩოს, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება