ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში

არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა.

„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით, 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარდა. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც 2022 წელს იყო და რაც ვიხილეთ, მაგრამ იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, „როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე“.

„ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ იმ 85%-ან მხარდაჭერას, რომელიც არის საზოგადოებაში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.

ის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმით, „დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს“.

„ხშირად დახურულ შეხვედრებზე ჩვენ გვიფიქსირებენ ხოლმე ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მესიჯები, რომელსაც ჩვენ ვისმენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენგან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება