ხატია დეკანოიძე - სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა

სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება.

„სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება. ხელისუფლება რუსულ გავლენას თვითონ ატარებს.

ჩვენ 26 ოქტომბერს და პირველ რიგში ქართველი ხალხი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო, სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება ევროკავშირის წევრობა, ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ამიტომ, რეალურად, რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების და ლავროვის იდენტური გზავნილები სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ დასავლეთის იმ „წესებით“, რომელსაც ყველას უწესებს.

„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს