შარდენის ქუჩაზე მდებარე ~მეიდან-პალასთან~ სამართალდამცავები მუშაობენ

~სალფორდ ჯორჯიას~ დირექტორის ირაკლი რუხაძის კუთვნილი ~მერსედესი~ აფეთქდა, სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც ~ინტერპრესნიუსის~ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, აფეთქების დროს მანქანის მეპატრონე ~მეიდან პალასში~ იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ოფისია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მანქანის საბარგულში მოხდა. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაზიანდა გვერდით მდებარე რამდენიმე ავტომანქანა. მომხდარის მიზეზებზე ჯერ კონკრეტული კომენტარები არ კეთდება. რაც შეეხება ~სალფორდ ჯორჯიას~, იგი ფონდებისა და ინვესტიციების მმართველი კომპანიაა. სათაო ოფისი კი ლონდონში მდებარეობს. ~სალფორდ საქართველო~-ს მართვაში იყო სასტუმრო ~აჭარა~, კომპანია ~ტელენეტი~, ~სტანდარტ ბანკი~, ~მთაწმინდის პარკი~, ტელერადიო კომპანია ~იმედი~. როგორც ცნობილია ~სტანდარტ ბანკის~ აქციების 100-პროცენტიანი წილი არაბულმა ~კორ ბანკმა~ შეისყიდა. ~სტანდარტ ბანკი~ 2007 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ბანკს ლიკვიდურობის პრობლება აღმოაჩნდა, დროებითი ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით კი, ტელერადიო კომპანია ~იმედის~ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ~სალფორდ საქართველომ~ ტელეკომპანია ~იმედთან~, რადიო ~იმედთან~ და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყოველგვარ სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობა შეწყვიტა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია