,,ქრისტიან-დემოკრატები” აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნას აპროტესტებენ

‘’ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა’’ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

როგორც ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატებმა” დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ერთი თვის წინ შემოსულ ვარიანტში უმაღლესმა საბჭომ განაცხადი ამჟამინდელ ვარიანტთან შედარებით 300 ათასი ლარით ნაკლები თანხით წარადგინა.

‘’როდესაც გამოჩნდა, რომ მთავრობა ითვალისწინებდა პრემიების გაცემას სამთავრობო დაწესებულებების იმ მუშაკებზე, რომელთა ხელფასები შედარებით დაბალია. უმაღლესი საბჭოს გაგზავნილ ახალ დასკვნაში პირდაპირ არის მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ შრომის ანაზღაურება გაზრდილიყო უმაღლეს საბჭოშიც, სადაც ხელფასები გაცილებით მაღალია’’, - აღნიშნეს მათ.

,,ქრისტიან-დემოკრატების” განცხადებით, ისინი წინააღმდეგი არ არიან თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, თუმცა მიიჩნევენ, რომ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, კერძოდ, სახელფასო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს გაწეულ შრომასა და დამსახურებას.

‘’სამწუხაროდ, უმაღლესმა საბჭომ ამ მხრივ ტესტი ობიექტურობაზე ამჯერადაც ვერ გაიარა. საქმე გაცილებით მოიგებდა, თუ; მთავრობა გაიზიარებდა ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების” მოთხოვნას ფინანსური რესურსების ნაწილი მიმართულიყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის და ცალკეული სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდისათვის’’, - განაცხადეს ფრაქციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო